saqarTvelos vulkanebi - wiTeli xatis vulkani
ტერიტორიული ერთეული | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ხარულის ქედი |
კოორდინატები | 42°24`53` ჩ. გ. 44°20`37` ა. გ. |
სიმაღლე | 3026 მ |
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხარულის ქედზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადის - ფაჩურისწყლის სათავეებში. სიმაღლე 3026 მ. აგებულია ჰოლოცენური ასაკის ანდეზიტური და დაციტური ლავებით. ახალგაზრდა ვულკანური კონუსია. აქვს დაუნაწევრებელი კალთები. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. წითელი ხატის ფერდობებზე მდებარეობს ორი მაღალმთიანი ტბა: დიდი წითელი ხატის ტბა და პატარა წითელი ხატის ტბა.